მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველი ლედის ცილისწამება ზიმბაბვეში დასჯადია, საქართველოში - ,,გზა მაღალი საზოგადოებისკენ''

პირველი ლედის ცილისწამება ზიმბაბვეში დასჯადია, საქართველოში – ,,გზა მაღალი საზოგადოებისკენ”

Published on

The Guardian-ის ცნობით, ზიმბაბვეში NewsDay – ს ჟურნალისტი  კენეტ ნიანგანი დააკავეს. მას ბრალად ედება ქვეყნის პირველი ლედის დისკრედიტაციის მცდელობა თითიდან გამოწოვილი არგუმენტების საფუძველზე, კერძოდ,   სტატიაში  ჟურნალისტმა  პირველი ლედი  გრეის მუგაბე  დაადანასაულა იმისათვის, რომ  მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შემოწირულობის სახით საკუთარი ტანისამოსი, მათ შორის თეთრეული გადასცა.
 
ჟურნალისტისთვის წაყენებული ბრალი ფორმულირებულია როგორც  ,,სოციალურად საშიში უკანონო ქმედება'', და ამ ბრალის  დამტკიცების შემთხვევაში მას  ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 200 დოლარის გადახდა ემუქრება.
 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვეს და ზიმბაბვეს ხელისუფლება მედიის დაშინებასა და შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.
 
"დაპატიმრება მიზანმიმართული ნაბიჯია … ", – განაცხადა Amnesty International- ის ადგილობრივი ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა კუზინ ზილალამ.
 
როგორც Guardian აღნიშნავს, სკანდალი შესაძლოა თანამდებობის დასაკავებლად საიდუმლო ბრძოლას უკავშირდებოდეს, რომელიც ქვეყნის ხანდაზმულ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს ეხება. ის ამჟამად 93 წლისაა. მისი გარდაცვალების შემთხვევაში, მეუღლე გრეისი და ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე მთავარი კანდიდატები იქნებიან, რომელთაც ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა აქვთ.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...