მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტოუმრავლესობა დღეს მიიღებს.

პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტოუმრავლესობა დღეს მიიღებს.

Published on

უმრავლესობა განიხილავს თუ რამდენად ღირს ამ კონსულტაციებში მონაწილეობა და მონაწილეობის შემთხვევაში რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.
"ჩვენი გუნდი შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად ღირს ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება და საერთოდ, რა წინადადებები დევს მაგიდაზე. არის ნაბიჯები, რომელსაც პოლიტიკოსები დგამენ, რომ გარკვეული აქტივობა გამოავლინონ, არის ნაბიჯები, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. თუ ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი შედეგამდე მიყვანა შეუძლია, ჩვენ მზად ვართ მასში მონაწილეობის მისაღებად. უბრალოდ იმისთვის, რომ შევიკრიბოთ და კამერების წინაშე რაღაც გარკვეული პოზიციები დავაფიქსიროთ, ამისთვის ძალიან ბევრი სხვა საშუალება გაგვაჩნია. ღირს თუ არა ჩვენი მხრიდან მონაწილეობა და რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ამ შეხვედრებზე ყურადღება, ამას განვიხილიავთ", – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციების გამართვის წინადადებით გუშინ გამოვიდა. პრეზიდენტი უკვე შეხვდა "თავისუფალი დემოკრატების", "ნაციონალური მოძრაობის", არასაპარლამენტო ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებს.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...