მთავარისიახლეებიპოლიტიკაზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, 24 მარტს გამოვიდნენ ქუჩებში...

ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, 24 მარტს გამოვიდნენ ქუჩებში მარშზე და მხარი დაუჭირონ უკრაინას

Published on

ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, 24 მარტს გამოვიდნენ ქუჩებში მარშზე და მხარი დაუჭირონ უკრაინას. ვიდეომიმართვაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა სამ ენაზე ჩაწერა, მსოფლიოს ყველა მოქალაქეს, უკრაინელებსა და რუსებს მიმართავს.

ზელენსკი ამბობს, რომ ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთმა დაიწყო ომი თავისუფლების წინააღმდეგაც. მისი თქმით, რაც ხდება, მხოლოდ დასაწყისია და რუსეთს სურს შეუზღუდოს თავისუფლება ყველა ადამიანს ევროპაში.

ზელენკიმ ხაზი გაუსვა, რომ ოკუპანტი ქვეყანა ცდილობს აჩვენოს, თითქოს ადამიანი მნიშვნელოვანი არ არის, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, რაც ადამიანებად გვაქცევს. მისი თქმით, ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ყველამ უნდა შეაჩეროს რუსეთი.

“მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს ომი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მოქმედებს უკრაინის, თავისუფლების მხარდასაჭერად. მაგრამ ომი გრძელდება. მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება. უკვე ერთი თვე გავიდა! ამდენი ხანი! ეს გულს მიტეხავს მე და ყველა უკრაინელს და ყველა თავისუფალ ადამიანს დედამიწაზე. ამიტომ გთხოვ, შეეწინააღმდეგოთ ომს!” — განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, 24 მარტს გამოვიდნენ გარეთ და გამოხატონ მკაფიო მხარდაჭერა.

“გამოდით თქვენი ოფისებიდან, სახლებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან. გამოდით მშვიდობის სახელით. გამოდით უკრაინის სიმბოლოებით, უკრაინის მხარდასაჭერად, თავისუფლების მხარდასაჭერად, სიცოცხლის მხარდასაჭერად.

გამოდით თქვენს ბაღებში, ქუჩებში. გახადეთ თქვენი თავი ხილვადი და მოსმენადი. თქვით, რომ ხალხი მნიშვნელოვანია, თავისუფლება მნიშვნელოვანია, მშვიდობა მნიშვნელოვანია, უკრაინა მნიშნველოვანია. 24 მარტის მარშზე თქვენს ქალაქებში. ყველა ერთისთვის, ერთად, ვისაც სურს შეაჩეროს ომი”.- თქვა ზელენსკიმ 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...