მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო სექტორი გმობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისების რბევას

სამოქალაქო სექტორი გმობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისების რბევას

Published on

ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ნაციონალური მოძრაობის პარტიის ოფისები თითქმის ერთდროულად დაარბიეს. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალციხეში და სხვა ქალაქებში დაზიანებულია 20-მდე ოფისი. აქციების მონაწილეებმა შენობები საღებავებით დასვარეს და ოფისების გარე ფასადებზე უხამსი წარწერები დატოვეს

ზუგდიდის რაიონული ოფისების შენობაში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ.  ნაციონალური მოძრაობის წევრების ინფორმაციით, თავდამსხმელთა შორის გუბერნიის, ზუგდიდის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები იყვნენ.

ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმა სამეგრელოს რეგიონის სხვა რაიონებშიც მოხდა.

გუშინ  ღამით თავდასხმა მოხდა თბილისშიც. თავდამსხმელებმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფასადი შეღებეს.

 ოპოზიციის წევრები პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ თავდასხმებით პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

საპარლამენტო უმცირესობის ოფისების დარბევის ფაქტებსა და პრემიერის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. ისინი დღეს ერთობლივი განცხადების გავრცელებას გეგმავენ, სადაც საუბარი იქნება იმ რისკებზე რაც არსებული დაპირისპირების ფონზე შეიძლება წარმოიშვას.

„პროცესები, ძალადობრივი ქმედებები ორგანიზებულია და პარტიულ ხასიათს ატარებს,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სამოქალაქო სექტორი გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივი ქმედებების განხორციელებისკენ და ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც ძალადობას წაახალისებს. 

შეგახსენებთ, პრემიერის განცხადება ამ პროცესებთან დაკავშირებით ძალადობის წახალისებად იქნა კვალიფიცირებული როგორც ოპოზიციისა და ფართო საზოგადოების, ისე საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...