მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რუსთავი 2“-ის დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ამერიკული კომპანია "ედისონ...

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ამერიკული კომპანია “ედისონ რისერჩი” ჩაატარებს

Published on

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისსა და ქუთაისში ეგზიტპოლი ჩატარდება. გამოკითხვას ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია – "ედისონ რისერჩი" ჩაატარებს. "ედისონ რისერჩმა" ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით საქართველოში 2010 და 2012 წლების არჩევნების დროსაც ჩაატარა და მაშინ შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს თითქმის სრული სიზუსტით დაემთხვა.
 
"ედისონ რისერჩი" ატარებს ყველა კვლევას აშშ-ში 2004 წლის შემდეგ, ანუ არ არსებობს სხვა კომპანია, რომელიც ატარებს ეგზიტპოლებს. შესაძლოა ტელეკომპანიამ თქვას, რომ ეს მისი ეგზიტპოლია, მაგრამ მონაცემებს ყველა მათგანს ჩვენ ვაწვდით, მათ შორის ეი ბი სი-ს, სი ბი ეს-ს, სი ენ ენ-ს, "ესოშიეთიდ პრესს," "ფოქსს" წარსულში და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას 2018 წლის არჩევნებზეც ამერიკაში. რაც შეეხება საქართველოს ვგეგმავთ, არჩევნების დღეს 21 სექტემბერს ეგზიტპოლის ჩატარებას ორ ქალაქში – თბილისსა და ქუთაისში და ამ შედეგებს საარჩვენო უბნების დახურვის შემდეგ გამოვაქვეყნებთ”,-აცხადებს "ედისონ რისერჩის" ვიცე-პრეზიდენტი, რობ ფაბმანი.
 
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო ნაკაშიძის განცხადებით "ედისონ რისერჩის" გამოკითხვის შედეგები ყოველთვის არის სანდო და დაფუძნებულია მოცულობით კვლევებზე, ამიტომ ტელეკომპანიის მაყურებელი 21 ოქტომბერს მიიღებს ზუსტ ეგზიტპოლებს. 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...