მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პლაკატები და ბანერები ჩამოხიეს

ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პლაკატები და ბანერები ჩამოხიეს

Published on

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“  და „ევროპული საქართველოს“  წევრები „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პლაკატებისა და ბანერების ჩამოხევაში ადანაშაულებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბიდან 8 – კაციანი ჯგუფი გამოვიდა, რომელმაც მათი პლაკატები ჩამოხიეს. 
 
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”  აცხადებენ, რომ „მათ ჰქონდათ პირბადეები წარწერით „ქართული ოცნება“.
ასევე სახეზე ამოიცნეს გიორგი ტიბუა. ლაშა გოგიასგან მსგავსი ფაქტები არაა გასაკვირი. „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას ძალადობით აწარმოებს. მაგალითად, ერგეტაში, ჩვენი შეხვედრის დროს, პერიმეტრზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დადიოდნენ და შემდეგ ამ ადამიანებს უთხრეს, რომ ჩვენთან შეხვედრის შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდათ. გოგია დაშინებულია, რახან ასეთ მეთოდებს მიმართავს“,- განაცხადა წითლიძემ.
წითლიძე სამართალდამცავებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
 
ზუგდიდში, "ევროპული საქართველოს" ადგილობრივ ოფისში პარტიის სარეკლამო ბანერი წუხელ ჩამოგლიჯეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.„ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ლელა ქებურიას განმარტებით, მსგავსი ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა, თუმცა აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ, რაც შეეხება წუხელ საარჩევნო შტაბთან მათი ბანერის ჩამოხევას, ამას ქებურიამ დაგეგმილი სპეცოპერაცია უწოდა.
 
„წუხანდელი ფაქტი არის კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ ერთხელ მაინც დადგეს პრეცედენტი, რომ მსგავსი ძალადობა არ შეიძლება იყოს დაუსჯელი“, – აღნიშნა ლელა ქებურიამ.
 
ოპოზიციონერების ბრალდებებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში უპასუხეს. შტაბის უფროსის მოადგილის, მაიზერ ნანავას თქმით, ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი დავალებები ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს, მათ შორის გიორგ ტიბუას, შტაბიდან არ მიუღიათ.
 
„პლაკატების ჩამოხევა არის ვანდალიზმი. ჩვენი პლაკატიც ჩამოხეულია, თუმცა არ გვაქვს ფაქტები და არავის ვაბრალებთ. რაც შეეხება ტიბუას, ის ამას არ გააკეთებდა, რადგან ასეთი დავალება მას შტაბიდან არ მიუღია“, – განაცხადა ნანავამ. 

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...