ლას-ვეგასში, ქანთრის ფესტივალზე სროლის შედეგად, სულ მცირე, 59 ადამიანია მოკლული, დაჭრილია 520-ზე მეტი, წერს BBC. პოლიციის თქმით, 64 წლის ლას-ვეგასის მცხოვრებმა სტივენ პადოკმა სასტუმროს ნომრიდან ხალხის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.ფესტივალზე სულ ოცი ათასზე მეტი ადამიანი იყო.აშშ-ის ისტორიაში ეს თავდასხმა, მსგავსი ტიპის თავდასხმებს შორის, ყველაზე მასშტაბურია. მანამდე, ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად მიიჩნეოდა ორლანდოს ღამის კლუბ Pulse-ის 2016 წლის შემთხვევა, სადაც თავდამსხმელმა ომარ მატინმა 49 ადამიანი მოკლა, ხოლო 53 დაჭრა.პადოკის თავდასხმიდან რამდენიმე საათში, მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო და განაცხადა, რომ პადოკმა რამდენიმე თვით ადრე ისლამი მიიღო, თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა არ წარუდგენია.გამოძიების ფედერალური ბიუროს თქმით, ისინი ტერორისტებთან თავდამსხმელის კავშირს ვერ ადასტურებენ და ამბობენ, რომ პადოკი სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ მანამდე არ მოქცეულა.თავდამსხმელმა ქანთრის ფესტივალის სტუმრების მიმართულებით ცეცხლი სასტუმროს 32-ე ნომრიდან გახსნა. პოლიციის თქმით, მის ნომერში სპეცრაზმის შესვლამდე პადოკმა თავი მოიკლა. სასტუმროს ნომერში იპოვეს ათი ცეცხლსასროლი იარაღი.პოლიციის შერიფის თქმით, პადოკის სახლის ჩხრეკისას 18 ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი და რამდენიმე ათასი ტყვია აღმოაჩინეს.New York Magazine-ის ინფორმაციით, სტივენ პადოკის მამას, ბენჯამინ პადოკს ფედერალური საგამოძიებო ბიურო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. 1969 წლის დოკუმენტის მიხედვით, ბიურო მიიჩნევდა, რომ ბენჯამინ პადოკს ბანკის გაძარცვა სურდა და სუიციდისკენ მიდრეკილი იყო.მიზეზი თუ რატომ გახსნა პადოკმა ცეცხლი ჯერ კიდევ უცნობია. არც პოლიცია და არც გამოძიების ბიურო ჯერ არ ადასტურებენ მის რაიმე კავშირს ტერორისტულ დაჯგუფებასთან.აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შემთხვევას ტვიტერზე გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ოთხშაბათს ლას-ვეგას ეწვევა.
სიახლეები
სიახლეები
ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი
აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...
სიახლეები
ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...
პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო.
სტრასბურგში გაგზავნილი იყო...
სიახლეები
3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
"ქ. თბილისში 31...