მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის მერიასთან დაპირისპირებაა - სამართალდამცავები ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გაყვანას ძალისმიერი მეთოდებით...

თბილისის მერიასთან დაპირისპირებაა – სამართალდამცავები ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გაყვანას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ

Published on

გრძელდება დაპირისპირება  თბილისის მერიის ცენტრალურ შესასვლელთან. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თბილისის მერიაში შესვლის მცდელობას უკავშირდება.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, დედაქალაქის მერმა  პასუხი უნდა გასცეს მოქალაქეების კითხვებს საკრებულოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,   რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
აქციაზე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ცოტა ხნის წინ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა – დაპირისპირებას   ადგილი ჰქონდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ერთ-ერთ პირს შორს, რიომელიც  „ნაციონალების“ ინფორმაციით,  მერიის თანამშრომელია. რამდენიმე წუთის წინ იქ  მერიასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დამატებითი ბრიგადები მივიდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეები შარტავას ქუჩაზე გადაიყვანეს, მერიის შესასვლელთან კი თავად განლაგდნენ. 
 
.ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების ნაწილმა თბილისის მერიის მეორე შესასვლელთან გადაინაცვლეს. 
ისინი ნიკა მელიას ხელმძღვანელობით ახლა უკვე აღნიშნული შესასვლელიდან ცდილობენ მერიაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ აძლევენ. როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს განუმარტავენ, მათ შენობაში შესვლის უფლება არ აქვთ, რასაც „ნაციონალების“ წევრები და მხარდამჭერები არ ეთანხმებიან. 
 
„ძალიან უხერხულია რასაც აკეთებთ. აქ თითოეული ჩვენგანი არის ან პარლამენტის, ან საკრებულოს წევრი, რომელთაც ადმინისტრაციული ორგანოს ყველა კარში შესვლის უფლება აქვთ… თქვენ ისეთივე დაცვის თანამშრომლები ხართ, როგორც მე რომელიღაცა სხვა პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც არ ვარ. მართლაც უხერხული და სამარცხვინოა ფაქტია, რასაც თქვენ აკეთებთ“, – მიმართა ნიკა მელიამ დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.
 
ამ წუთეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციამ  თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დააკავა აქციის ერთ-ერთი მონაწილე  ლევან ხაბეიშვილი.
 
 .
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...