მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: ,,არ შევეგუები, რომ ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად გადაეცეს ნახევარი...

ზაალ უდუმაშვილი: ,,არ შევეგუები, რომ ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად გადაეცეს ნახევარი თბილისი” – ორშაბათს ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერიასთან აქციას გამართავს

Published on

ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან აქციას გამართავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
 
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის არ შეეგუება, რომ „ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად გადაეცეს ნახევარი თბილისი“. 
 
„იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მონაწილეობას ვიღებდით თვითმმართველობის არჩევნებში, გადავწყვიტეთ, რომ ბოლომდე დაგვეცვა თბილისელების ინტერესები. ეს არ არის წინასაარჩევნო რიტორიკა, ეს არის ჩვენი ცხოვრების საქმე. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. 
 
ჩვენ არ ვაპირებთ ფარხმალის დაყრას არჩევნებამდე. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, ყველა ის უკანონო გადაწყვეტილება გაბათილდება, რომელიც თბილისის წინააღმდეგ იყო მიმართული. 
 
ჩვენი პროტესტი იქნება უფრო ხალხმრავალი, უფრო ძლიერი და უფრო ხმამაღალი. ამიტომ ჩვენ დღეს ვაანონსებთ აქციას – ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან ვიწვევთ ყველას, ვინც გვიჭერს მხარს და ვინც არა მხოლოდ ჩვენ გვიჭერს მხარს, არამედ თბილისს უჭერს – ჩვენს საერთო სახლს. 
 
ჩვენ ვეუბნებით არას, თბილისში გამეფებულ უკანონობას და ჩვენ ვეუბნებით არას, ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას. ასე, რომ გელოდებით ყველას ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...