მთავარისიახლეებისაზოგადოებაშემოდგომის წვიმები საქართველოში - ოთხ ოქტომბრამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

შემოდგომის წვიმები საქართველოში – ოთხ ოქტომბრამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

Published on

4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდი იქნება.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ცნობით,   ხვალ დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასების გავრცელება მოხდება, რის გამოც დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა არსებულთან შედარებით დაიკლებს და 19–23 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, წინა დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 20–21 გრადუსი იქნება. 
 
2–3 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. ამასთან, სტეფანწმინდაში, ყაზბეგში, ჯვრის უღელტეხილზე ღამით შესაძლოა იყოს თოვლჭყაპი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13–18 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით – 13–16 გრადუსი იქნება. 

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...