მთავარისიახლეებისამართალი,, არ არეკინებდნენ, ვერ იღებდა საკვებს და მაღაზიაში არ აძლევდნენ საშუალებას...

,, არ არეკინებდნენ, ვერ იღებდა საკვებს და მაღაზიაში არ აძლევდნენ საშუალებას ეყიდა რაიმე” – დეკანოზი გიორგი მამალაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს

Published on

,, ბოლო დროს არ არეკინებდნენ, ვერ იღებდა საკვებს და მაღაზიაში არ აძლევდნენ საშუალებას ეყიდა რაიმე. პროტესტის ეს ფორმაც ამიტომ გამოაცხადა“- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ დაწყებული შიმშილობის მიზეზები. 
ადვოკატმა სიცრუე უწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას, რომ ბრალდებულმა სატელეფონო ზარი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ განახორციელა:   
 
"ყველამ ვიცით, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თქვა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. მინისტრმა დაადასტურა, რომ არ მიეცა ზარის განხორციელების საშუალება. როცა გამოაცხადა, რომ საკვების მიღებაზე უარს ამბობს, უნდა შეედგინათ ოქმი და ამ დროს ეკითხათ მოტივი. ამ ოქმზე არ მიუთითეს რეალური მიზეზი და მან უთხრა, რომ ხელს მოაწერდა მხოლოდ მაშინ, როცა მოტივს მიუთითებდნენ. ეტყობა ისე დაარეგისტრირეს, თითქოს, უარი განაცხადა ხელის მოწერაზე.
 
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებდა, მისი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით 28 სექტემბერს გავრცელდა.
 
 

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...