მთავარისიახლეებიმსოფლიო"გადავძვერი ღობეზე, ფასადს ბენზინი შევასხი..." - მოსკოვთან სამხედრო კომისარიატი დაწვეს

“გადავძვერი ღობეზე, ფასადს ბენზინი შევასხი…” – მოსკოვთან სამხედრო კომისარიატი დაწვეს

Published on

რუსეთში, მოსკოვის ოლქში დამწვარი სამხედრო კომისარიატის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, პირმა, ვინც თავის თავზე აიღო კომისარიატის დაწვა, ინფორმაცია გაავრცელა, რა მიზნით გააკეთა ეს:

“მე დავწვი რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ ლუხოვიცში მდებარე სამხედრო კომისარიატი და გადავიღე ეს “გოუპროზე”. მე შევღებე უკრაინის დროშის ფერებში კომისარიატის ჭიშკარი და დავაწერე “არ წავალ ძმების მოსაკლავად!”.

ამის შემდეგ გადავძვერი ღობეზე, ფასადს ბენზინი შევასხი, ჩავამსხვრიე ფანჯრის მინები და შევაგდე მოლოტოვის კოქტეილები. მიზანი პირადი მონაცემების განადგურება იყო. ამან ხელი უნდა შეუშალოს მობილიზაციას. იმედი მაქვს, ჩემს თანაკლასელებს არ ვიხილავ დაღუპულთა და ტყვეთა სიაში”. 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...