მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთში ბავშვთა კვების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მარაგი უთავდებათ

რუსეთში ბავშვთა კვების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მარაგი უთავდებათ

Published on

რუსეთში ბავშვთა კვების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს უთავდებათ წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მარაგი – იუწყება გაზეთი “კომერსანტი”, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, სავაჭრო ქსელები ემზადებიან გაყიდული პროდუქციის რაოდენობის შესაზღუდად ერთ სულ მყიდველზე.

კომპანია Nestle საცალო ვაჭრობის ქსელებს ატყობინებს, რომ რძის მშრალი ფხვნილების წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მხოლოდ კვირა-ნახევარი ეყოფა – წერს გაზეთი. ამის მიზეზია გარღვევა ნედლეულის ევროპიდან შემოტანის ჯაჭვში. მწარმოებელ კომპანიებს შეექმნათ ნედლეულის მიწოდების პრობლემა, ამასთან ერთად, მიმწოდებლები შეკვეთების საფასურის წინასწარ დაფარვას ითხოვენ სრულად.

უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო, მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო, ანალოგიური პრობლემები მრეწველობის სხვა სფეროებშიც გაჩნდა.

ბავშვთა კვების სფეროში პრობლემებია არა მხოლოდ რძის მშრალ ფხვნილებთან მიმართებით, არამედ ხილფაფების და სხვა პროდუქტების წარმოებაშიც, რაც დიდწილად ეყრდნობა იმპორტირებულ ნედლეულს. ვითარებას ამძიმებს ბავშვთა კვების პროდუქტების მასობრივად მომარაგება მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ფასების მკვეთრ მატებას უფრთხიან.

სავაჭრო ქსელები ზრდიან შეკვეთების მოცულობას, მაგრამ მწარმოებელ კომპანიებს არ შეუძლიათ მოთხოვნის დაკმაყოფილება. გამოცემის თანახმად, საცალო ვაჭრობის წარმომადგენელი არ გამორიცხავს მაღაზიების მხრიდან ერთ სულ მყიდველზე გაყიდული პროდუქციის შეზღუდვას. ბევრ ქსელში ეს პრაქტიკა უკვე დაინერგა შაქართან, მცენარეულ ზეთთან და ბურღულეულთან მიმართებით.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...