მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილმა დღეს შესაძლოა მწვანე კონცხის ნაწილი და მიმდებარე სანაპირო შემოიღობოს

ბიძინა ივანიშვილმა დღეს შესაძლოა მწვანე კონცხის ნაწილი და მიმდებარე სანაპირო შემოიღობოს

Published on

ბათუმის  საკრებულო გეგმავს რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მწვანე კონცხის ნაწილი და მიმდებარე სანაპირო 49 წლიანი იჯარით გადასცეს „პანორამა ბათუმს“ ანუ ბიძინა ივანიშვილს. 
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით,  ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის საკითხზე მსჯელობა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზეა დაგეგმილი, მათივე ინფორმაციით,  ტერიტორიის პირდაპირი წესით გადაცემაზე თანხმობა აჭარის მთავრობამ უკვე განაცხადა.
 
"თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს უმრავლესობა ვერ გაუძლებს ამხელა წნეხს და ისინი მხარს დაუჭერენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის პრინციპში საკუთრებაში გადასცენ ბოტანიკური ბაღი. თბილისი პანორამის მსგავსად, ალბათ ჩვენ გვექნება ბათუმი პანორამა და ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკური ბაღი შეიერთა, რეალურად, უნიკალური ბათუმის ბოტანიკური ბაღი იქნება მისი სასტუმროს ეზო. ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ბათუმელებისთვის, ბათუმის სტუმრებისთვის ბოტანიკური ბაღი გახდება მიუწვდომელი, ის რეალურად იქცევა ბიძინა ივანიშვილის ეზოდ." -განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ.

სიახლეები

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რა...

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს

პროკურატურა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხავს - საუბარია კაცზე, რომლის თვითმკვლელობის ვერსია...

NYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა | ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST...

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...