მთავარისიახლეებიმსოფლიოკიევის უნივერსიტეტი - სამწუხაროა, რომ ის ირიცხებოდა ჩვენს ასპირანტად

კიევის უნივერსიტეტი – სამწუხაროა, რომ ის [რიჟვაძე] ირიცხებოდა ჩვენს ასპირანტად

Published on

მას შემდეგ, რაც აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ “შესაბამისი დარგის ექსპერტებთან” გადაამისამართა ჟურნალისტები, რათა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, “ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, რუსეთმა თუ უკრაინამ?”, ის არამარტო კოლაბორაციონისტთა საიტის “მიროტვორეცის” ბაზაში შეიტანეს, კიევის ეროვნული უნივერსიტეტიმაც ჩათვალა საჭიროდ გამოხმაურება და იმის აღნიშვნა, რომ თორნიკე რიჟვაძეს დიპლომი არ მიუღია:

“1989 წელს დაბადებული თორნიკე რიჟვაძე, აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, არ მიუღია კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომი.

2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო საკუთარი ნებით გარიცხეს. ამრიგად, სწავლის ეს პერიოდი არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ ის ირიცხებოდა ჩვენი უნივერისიტეტის ასპირანტად და ასე არ უყვარს უკრაინა”, – აღნიშნულია კიევის უნივერსიტეტის განცხადებაში. 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...