მთავარისიახლეებისაზოგადოებარა შუაშია პიკასო? – ამიერიდან ჩვენი გვარი შეიძლება ვაწარმოოთ პირდაპირი აღმავალი შტოს...

რა შუაშია პიკასო? – ამიერიდან ჩვენი გვარი შეიძლება ვაწარმოოთ პირდაპირი აღმავალი შტოს გვარების გაერთიანებით

Published on

გვეყოლება თუ არა ჩვენი პიკასო გვარის სიგრძის თვალსაზრისით, მომავალი გვიჩვენებს, შეგახსენებთ, მისი სრული სახელი და გვარია პაბლო დიეგოფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუკენოკრისპინ კრისპიანო დე ლა სანტისმა ტრინიდადა რუიზ პიკასსო. 
 
ყოველ შემთხვევაში მთავრობის გუშინდელ სხდომაზე, იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით დამტკიცდა კანონი, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს ნათესავების გვარების გაერთიანებით წარმოებული გვარის ტარება შეეძლებათ. 
 
მოქმედი კანონმდებლობით, აქამდე მხოლოდ საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანება იყო  შესაძლებელი, ამ ცვლილებების შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავების გვარების გაერთიანებით წარმოებული გვარის ტარება შეეძლებათ.
 
საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაა და უკავშირდება მოქალაქე ნგზარ ჯაყელის საქმეს: 
2014 წლის 4 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (№2/4/570) მოქალაქე ნუგზარ ჯაყელის საქმეზე და არაკონსტიტუციურად ცნო „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოქალაქეს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად ნაწარმოები გვარის ტარების გარდა სხვა საშუალებას არ აძლევს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირს უფლება უნდა ჰქონდეს, ატაროს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის (დედა, ბებია, ბაბუა, …) გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარი.
 
სხვათა შორის, პიკასოს გვარი ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული სიგრძისა  მსოფლიოში გავრცელებულ გვარებს შორის.
ამ მხრივ რეკორდსმენია ჰუბერტ ბლეინი, რომლის სრული გვარი 700 ასოსგან შედგება: 
 
Wolfe­schlegel­stein­hausen­berger­dorff­welche­vor­altern­waren­gewissen­haft­schafers­wessen­schafe­waren­wohl­gepflege­und­sorg­faltig­keit­be­schutzen­vor­an­greifen­durch­ihr­raub­gierig­feinde­welche­vor­altern­zwolf­hundert­tausend­jah­res­voran­die­er­scheinen­von­der­erste­erde­mensch­der­raum­schiff­genacht­mit­tung­stein­und­sieben­iridium­elek­trisch­motors­ge­brauch­licht­als­sein­ur­sprung­von­kraft­ge­start­sein­lange­fahrt­hin­zwischen­stern­artig­raum­auf­der­suchen­nach­bar­schaft­der­stern­welche­ge­habt­be­wohn­bar­planeten­kreise­drehen­sich­und­wo­hin­der­neue­rasse­von­ver­stand­ig­mensch­lich­keit­konnte­fort­pflanzen­und­sicher­freuen­an­lebens­lang­lich­freude­und­ru­he­mit­nicht­ein­furcht­vor­an­greifen­vor­anderer­intelligent­ge­schopfs­von­hin­zwischen­stern­art­ig­raum
 
მას არც სახელი აქვს მოკლე: 
Adolph Blaine Charles David Earl Frederick Gerald Hubert Irvin John Kenneth Lloyd Martin Nero Oliver Paul Quincy Randolph Sherman Thomas Uncas Victor William Xerxes Yancy Zeus.

 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...