მთავარისიახლეებიმსოფლიოვრცელდება ლიკვიდირებული დენის კირეევის პირველი ფოტო - რას ედავებოდნენ ყოფილ ბანკირს

ვრცელდება ლიკვიდირებული დენის კირეევის პირველი ფოტო – რას ედავებოდნენ ყოფილ ბანკირს

Published on

დენის კირეევი – რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის წევრი, რომელიც უკვე გამართულ პირველ რაუნდში მონაწილეობდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერაა ლიკვიდირებული. ერთერთი ვერსიით, ის აყვანის დროს, წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას მოკლეს. მას ბრალი სახელმწიფოს ღალატსა და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებოდა. ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა ოფიციალური წყაროებით. 

ვინ იყო დენის კირეევი? 

კირეევი 2010-2014 წლებში “ოშადბანკის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხოლო 2006-2012 წლებში “უკრექსიმბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 

რუსეთის ФСБ-სა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მასალების შესწავლით დადგენილია, რომ ის რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა მეტსახელით “Хороший”. ამავე გამოძიების მიხედვით, ის 2006 წლიდან რუსეთის ФСБ-ს აწვდიდა ცნობებს უკრაინის მიერ იარაღის შესყიდვის შესახებ, ასევე, სქემას იმის შესახებ, როგორ გამდიდრნენ უკრაინელი ოლიგარქები. ამის შესახებ ინფორმაციას გამოძიების ერთერთი ინიციატორი, ბლოგერი იაროსლავ ბონდარი ავრცელებს. 

ამ ფაქტების გამო, 2020 წელს აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ სამართალდამცველი ორგანოები ამ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს არ ახმაურებენ. 

“ინსაიდერული მონაცემებით, კირეევი ახლაც აგრძელებდა რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობას და ხშირად რუსეთშიც მიემგზავრებოდა. მხოლოდ ამ წლის განმავლობაში ის მოსკოვში ორჯერ იყო ჩასული”, – ნათქვამია გამოძიების მასალებში. 

“მას შემდეგ, რაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა ივან ბაკანოვი, რომელთანაც ყოფილ ბანკირს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, კირეევი თავს კომფორტულად გრძნობდა. სწორედ ბაკანოვის აღზევების შემდეგ, კირეევმა დაიწყო იმ უძრავი ქონების გადმოფორმება, რომლებიც მანამდე ოჯახის წევრებისთვის ჰქონდა გაფორმებული”, – აღნიშნულია ინსაიდერთა გამოძიების მასალებში. 

ლიკვიდირებული დენის კირეევის ფოტოს “სტრანა” აქვეყნებს

ლიკვიდირებულია უკრაინის დელეგაციის წევრი რუსეთთან მოლაპარაკებებში – ის ღალატში ამხილეს

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...