ლიკვიდირებულია უკრაინის დელეგაციის წევრი რუსეთთან მოლაპარაკებებში – ის ღალატში ამხილეს

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი ლიკვიდირებულია – ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, კირეევი აყვანის დროს, წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას მოკლეს. მას ბრალი სახელმწიფოს ღალატში ედებოდა.