მთავარისიახლეებიმსოფლიოNATO და აშშ უკრაინის ცის დახურვას არ აპირებენ - თეთრმა სახლმა ზელენსკის...

NATO და აშშ უკრაინის ცის დახურვას არ აპირებენ – თეთრმა სახლმა ზელენსკის უპასუხა

Published on

ნატო არ აპირებს უკრაინის თავზე ცის დახურვას, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის პასუხად, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე კიევში უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გააჟღერა. 

ფსაკის განცხადებით, ცის დახურვის შემთხვევაში ნატო იძულებული გახდებოდა, ჩამოეგდო რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რაც რუსეთთან პირდაპირ საომარ მოქმედებებში ჩაბმის ტოლფასია. 

“ეს (პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან) სწორედ ისაა, რის ტავიდან არიდებასაც ვცდილობთ”, – განაცხადა ფსაკიმ. 

რამდენიმე დღით ადრე ცის დახურვა გამორიცხა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. 

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ, ემოციურ ტონში მოითხოვა ცის დახურვა მსოფლიო ლიდერებისგან.  

“აფეთქებისგან მოგლეჯილი რამდენი თავი, ხელია საჭირო, რომ ცა დახუროთ? დავითვლი…” – ზელენსკი

სიახლეები

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...