მთავარისიახლეებიმსოფლიო"თუ არ გაქვთ იმის ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით მე თვითმფრინავები!"...

“თუ არ გაქვთ იმის ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით მე თვითმფრინავები!” – ზელენსკი

Published on

კიევში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იქედან გამომდინარე, რაც ახლა უკრაინის ქალაქებში ხდება რუსული მხარის საავიაციო და არტიერიშების გამო, უკრაინის თავზე ცის დახურვა ისევ აქტუალურია. 

უკრაინის პრეზიდენტი იხსენებს, რომ ამ თხოვნით მსოფლიო ლიდერებს რამდენჯერმე მიმართა და ბაიდენის, შოლცის, მაკრონის გვარებს ასახელებს. მისი თქმით, დღეში 20-30 საერთაშორისო ზარი აქვს და ყოველი საუბრის დროს ცის დახურვის მოთხოვნას აყენებს, თუმცა, უშედეგოდ. 

ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს, ევროკავშირს, ნატოს მიმართავს რომ თუ ისინი ცას ვერ დახურავენ, მაშინ თვითმფრინავები მისცენ, რითაც უკრაინას ექნება საშუალება, აგრესორს სათანადო პასუხი გასცეს და თავი დაიცვას:

“თუ თქვენ არ გაქვთ იმის ძალა და სიმტკიცე, რომ დახუროთ ცა, მაშინ მე მომეცით თვითმფრინავები – ეს ხომ სამართლიანი იქნება? როცა ამ საკითხს ვაყენებ, მეუბნებიან: იცით, ჩვენ გვაქვს მოსაზრებები, უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი, იქ საჭიროა კერნჭისყრა…

მე გეუბნებით: სად არის თვითმფრინავები? ისინი ბევრია, ისინი ძვირია, მათი ფასი ადამიანის სიცოცხლეზე მეტი ღირს? კარგით, ჩვენ გამოვძებნით თვითმფრინავებს, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს გამოშვებულს. შეგვიძლია ჩვენ ამ თვითმფრინავებით ვუპასუხოთ? არა რუსეთის ან ბელორუსის ტერიტორიაზე – ჩვენთან, უკრაინის მიწაზე ვუპასუხოთ იმ მოწყობილობებს, რითაც გვიტევენ, იმ ტანკებს?”, – კითხულობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

“აფეთქებისგან მოგლეჯილი რამდენი თავი, ხელია საჭირო, რომ ცა დახუროთ? დავითვლი…” – ზელენსკი

სიახლეები

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...