მთავარისიახლეებიმსოფლიოროგორ გამოიყურება მობილური კრემატორიუმი, სადაც რუს ჯარისკაცთა ცხედრებს წვავენ

როგორ გამოიყურება მობილური კრემატორიუმი, სადაც რუს ჯარისკაცთა ცხედრებს წვავენ [video]

Published on

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა-ბელორუსის საზღვართან და უშუალოდ ბელორუსში მობილური კრემატორიუმები გადაისროლეს, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გავრცელდა. 

ვიდეო რუსული მობილური კრემატორიუმის შესახებ The Telegraph-მა გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ვერტიკალი მობილურ კრემატორიუმებს ომის მსხვერპლ სამხედროთა ნამდვილი რიცხვის დასამალად იყენებს.

უკრაინელი სამხედრო ბლოგერებისა და რეპორტიორების ინფორმაციით, მოკლულ ჯარისკაცთა ცხედრების ნაწილი პროზექტურებში (ტვირთი Груз200) გადააქვთ, გვამების უმრავლესობას კი პირდაპირ მობილურ კრემატორიუმში წვავენ. 

ჯანკოის, კრასნოპერეკოპსკის, არმიანსკის პროზექტურები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე გადავსებულია, Груз200-ით სავსე ავტომობილები მორგებთან რიგში დგებიან და დაცლას საათობით ელოდებიან, მათი ნაწილი კი პირდაპირ სიმფეროპოლისკენ მიემართება – ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ 27 თებერვალს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ გამოაქვეყნა.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...