მთავარისიახლეებისაზოგადოებაწაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებს ძლიერი ქარი ხელს უშლის

წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებს ძლიერი ქარი ხელს უშლის

Published on

წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე საკმაოდ ძლიერი კვამლია და შესაბამისი სამუშაოების სწრაფად წარმოების პროცესს, ამინდი აფერხებს.ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი და ცოცხალი ძალა დილიდან მუშაობს. ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფება.ადგილზე გაიმართა საგანგებო შტაბის სხდომა და დაიგეგმა თუ რა მოქმედებები უნდა ჩატარდეს ცეცხლის ჩაქრობითი სამუშაოებისთვის.„ლოკაცია ერთია, წაღვერის მხარეს, არჯევანიძეების ტყის თავზე, დავამთავრეთ გზის გაყვანა, მაშველები არიან ასული, დაახლოებით 150 კაცია მობილიზებული ერთ მხარეს და იმდენივე მეორე მხარეს. ორი მიმართულებით უტევენ ხანძარს და ქვემოთაც დაახლოებით ამდენივე ადამიანია, რათა დაბლა არ გავრცელდეს ხანძარი“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...