მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი არ ესწრება ლვოვში მიმდინარე სასამართლო პროცესს, იგი დღეს ჩერკასის მოსახლეობას...

მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება ლვოვში მიმდინარე სასამართლო პროცესს, იგი დღეს ჩერკასის მოსახლეობას ხვდება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება სასამართლო პროცესს, რომელიც ლვოვის ოლქის მოსტისკას რაიონულ სასამართლოში დაიწყო. როგორც სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, ის დღეს მოსახლეობას ხვდება ქალაქ ჩერკასიში , სადაც ზაპოროჟიეში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩავიდა. 
 
სასამართლო განხილვა მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილისადმი   წაყენებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდების საფუძველზე.
საქმეს მოსამართლე იური ბილოუსი განიხილავს. 
 
ხელისუფლება ცდილობს დაიცვას ,,მუნდირის ღირსება'' და მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი ექსტრადიციის შესახებ ხმაურიანი განცხადებების შემდეგ ჯარიმა მაინც ,,გამოჭრას'' ქვეყანაში ლაღად მოსიარულე პოლიტიკოსისთვის თუ პოლიტიკოსისგან,   რომელსაც ყველგან (კიევის ჩათვლით),  სადაც აქამდე ჩავიდა,  მოსახლეობა სიხარულითა და იმედებით ხვდება. 
 
მიხეილ სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ჯარიმას არ გადაიხდის, რადგან კანონი არ დაურღვევია.

სიახლეები

ზურაბიშვილი გაფიცულ მოქალაქეებს შეუერთდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო, გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა. "ჩემი პოზიცია არის, რომ პრეზიდენტი არასდროს იფიცება, იმიტომ...

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია შშმ პირს მუქარის მესიჯს უგზავნის

ბაჩუკის,(ასე იცნობს მას ყველა) რომელიც შშმ პირია და ზუგდიდში აქციებზე დგას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...

ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ – მაჩალიკაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი...

საქართველო იფიცება – 3 საათით ასობით კომპანია მუშაობას აჩერებს

ამ წუთიდან ქვეყანა იფიცება. საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3 -დან 6...