მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის პროგრამის პრეზენტაცია ჟურნალისტებთან დახურულ ფორმატში გაიმართა

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის პროგრამის პრეზენტაცია ჟურნალისტებთან დახურულ ფორმატში გაიმართა

Published on

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დღეს, ჟურნალისტებთან დახურულ ფორმატში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე  ზვიად სიჭინავამ ისაუბრა  იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლის განხორციელებასაც ის მისი არჩევის შემთხვევაში  გეგმავს, მისთვის ძირითადი საკითხი ხალხთან ურთიერთობა და დასაქმებაა, ჟურალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა მას მეგობრული ურთიერთობა მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, კახი კალაძესთან უპასუხა რომ დიახ.ასევე საუბარი შეეხო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების მისეულ გეგმას, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჯერ-ჯერობით გეგმა არ არსებობს. მისივე თქმით თვითმმართველობის რეფორმაში, რომელიც მუნიციპალიტეტის გაერთიანებას გულისხმობს უარყოფითს ვერ ხედავს და თვლის, რომ  ქალაქ ზუგდიდისთვის სტატუსი არ წაურთმევიათ, არამედ ფორმატი შეიცვალა“ გაერთიანებაში ვხედავ ბევრ პლიუსებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ მინუსებს“- აღნიშნა სიჭინავამ. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მუნიციპლიტეტსი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია და მის საარჩევნო ნომრად 42  განისაზღვრა.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...