მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგანგებო სიტუაცია რუსთავი 2 -ში - ნიკა გვარამია მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე...

საგანგებო სიტუაცია რუსთავი 2 -ში – ნიკა გვარამია მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს

Published on

რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ისაუბრა. „როდესაც რუსთავი 2-ში მოვედი ბევრი შეკითხვა არსებობდა ჩემზე. ვეცადე, რომ ყველაფერზე პასუხი გამეცა, მათ შორის ჩემს წარსულზე ვეცადე პასუხი გამეცა. მთავარი იყო რას გავაკეთებდი თუ ხელისუფლების მხრიდან კოლექტივზე ზეწოლა იქნებოდა-მაშინ მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავდი კოლექტივს. ტელეკომპანია რუსთვაი 2 არის ქვეყანაში დემოკრატიის ერთდერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის ადგილი აღარ რჩება. დღეს შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც როგორც წესი და ეს პირველი შემთხვევა არ იყო მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. საუბრის შინაარსი მინდა განვაცხადო: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასასამართლოზე გამოვა გადაწყევტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ხალვაშს ამას ხვალვე ან შემდეგ დღეს მოჰყვება დაუყოვნებელი აღსრულება დ მოთხოვნა იყო, რომ გავწეულიყავი, მე ვთქვი რომ არასდროს არ ვიზამ ამას. მითხრეს, რომ არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ გავუშვი ამერიკაში, არ უნდა დამავიწყდეს, რომ აქვთ კონკრეტული ვიდეობი, რომელიც გამოქვეყნდება, სატელეფონო მოლაპარაკებები, რომელიც სააკაშვილთან მქონდა და ეს გამოქვეყნდება და მე გამანადგურებენ ქვეყნის და ხალხის თვალში,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...