მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსულუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი'' - პრეზიდენტი მარგველაშვილი

,,არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსულუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი” – პრეზიდენტი მარგველაშვილი

Published on

არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსულუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი და კლიშეების დამრღვევი, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც დღეს გაიმართა. . „სილიკონ ველი თბილისი '' ერთერთია იმ უახლესი ციფრული ტექნოლოგიით აღჭურვილი  ვირტუალური და გაფართოებული რეალობის საგანმანათლებლო სივრცეებს შორის, რომელიც  საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, პირველად რეგიონში, იქმნება “ 
პროექტი ხორციეკდება პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და  საქართველოში ტექნოლოგიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის  პარტნიორებთან NASA, NATO, IBM, HP, SPLUNK, QLIK  თანამშრომლობის  შესაძლებლობებს ქმნის. 
პრეზიდენტი მიესალმება, რომ  ახალი შესაძლებლობები იხსნება. 
 
"ეს შესაძლებლობები არის ის, რაც ჩვენს ქვეყნას კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე. საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების მიღწევების და წარმატების ხარჯზე. მიხარია, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა გაიხსნა დღეს ამ თვალსაზრისით. ადამიანებში არის ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორების, რიმლებიც ანგრევენ კლიშეებს, ხედავენ ჩვეულებრივის ფარგლებს მიღმა და სრულიად არაორდინალური ხედვით ქმნიან ახალს. ეს ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორებისა წინ წაწევს კაცობრიობის ცოდნას. მათ შექმნეს განხვავებული ხედვების მთელი სპექტრი, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ. მე მინდა დღეს სტუდენტებს ვუთხრა – არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსულუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს შეგეშინდრთ იყოთ კლიშეების დამრღვევი, არასდროს შეგეშინდეთ უცნაური და არაორდინალუტი აზრის გამოთქმის. არასდროს შეგეშინდეთ, რომ ვინმე დაგცინებთ ამის გამო. მეცნიერება და ტექნოლოგიები ადრე არ იძლეოდა არაორდინალური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას. მე იმედი მაქვს, იმ ადამიანებს შორის, ვისაც დღეს აქ ვხედავ, იქნებიან სწორედ ასეთი სტანდატების და კლიშეების დამრღვევი ის ძალიან მცირე პროცენტი ნოვატორებისა, რომლებიც ახალ ნაბიჯს გადაადგმევინებენ ცივილიზაციას და ამ ნაბიჯით ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთენ მსოფლიო რუკაზე", – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
 
 
 

სიახლეები

გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის წყვეტს

გამოცემა Saarbrücker Zeitung იუწყება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს ოფიციალურად 1975 წელს დაუძმობილდა,...

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30...