სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მენეჯერმა ლევან დოლიძემ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამეობის დარბაზში სამეგრელოს თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შეტანილი ცვლილებები გააცნო. პროგრამის მეორე ეტაპში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 1 სექტემბერს დაიწყო და ამ დრომდე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში 21 განაცხადია შესული. აღნიშნული პროექტის მენეჯერის ლევან დოლიძის განმარტებით, მეორე ეტაპის დაწყებისთანავე პროგრამაში ცვლილებები შევიდა, თუმცა უცვლელი დარჩა სახელმწიფო თანადაფინასების პრინციპი.პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცემულია 575 ათასი ლარის დაფინანსება, 89 ჰექტრამდე მიწის ფართობზე გაშენდა სხვადასხვა სახეობის ხილის კულტურები.პროგრამის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია 15 მილიონი ლარის დახარჯვა, ამასთან 1 00 – 1 200 ჰექტარზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება.
„დანერგე მომავალი“ – პროექტში შეტანილი ცვლილებების განხილვა ზუგდიდში.
სიახლეები
სიახლეები
მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...
სიახლეები
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...
სიახლეები
საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...
სიახლეები
რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა
რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...