მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინზე თავდასხმა თუ შემთხვევითობა? - პეტრბურგში მიმდინარე სამხედრო სწავლების დროს...

პუტინზე თავდასხმა თუ შემთხვევითობა? – პეტრბურგში მიმდინარე სამხედრო სწავლების დროს ორი რაკეტა მაყურებლის თავზე აფეთქდა

Published on

რუსეთის მედიის ცნობით, გუშინ  სანკ-პეტერბურგის სიახლოვეს მიმდინარე სამხედრო სწავლების ,, დასავლეთი- 2017 '' დროს გაშვებული  ,,ჰაერი – მიწა'' კლასის ორი რაკეტა  მაყურებლის თავზე აფეთქდა . 
 
,, პოლიგონ ,,ლუჟსკიზე'' მიმდინარე სწავლების დროს ვერტმფრენ კა 52 – ის მიერ  გაშვებულ რაკეტებს მიზნამდე 500 მეტრი რჩებოდათ, როცა მოულოდნელად მართვის სიტემაში რაღაც მოიშალა და ფრენის ტრაექტორია მკვეთრად შეიცვალა – იუწყება  66.RU კარგად ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. – ორივე რაკეტა მაყურებლის მიმართულებით წავიდა და მათ თავზე აფეთქდა. ნამსხვრევები ხალხს დაააცვივდა თავზე.  შედეგად მძიმედ დაშავდა  ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ჟურნალისტები,   სერიოზული დაზიანებებით  ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.    დაიწვა იქ მდგარი ორი ავტომობილიც''.
 
რუსეთის მედიის ცნობით , 18 სექტემბერს,   სწორედ იმ დღეს, დილით, როცა ინცინდენტი მოხდა,  პოლიგონი მოინახულა ვლადიმერ პუტინმა, , მაგრამ ამ ფაქტზე ხელისუფლება დუმს. ეს   ბადებს ეჭვებს, რომ ,,რაღაცის ''მოშლა, შესაძლოა, სულაც არ იყო შემთხვევითი და საქმე  მასზე თავდასხმის მცდელობასთან გვქონდა .
 

 

 

 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...