მთავარისიახლეებისამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი...

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს.

ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც.

სამივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს” – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...

ზუგდიდელი მასწავლებელი არჩილ თოდუა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტია

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია, არჩილ თოდუა — ზუგდიდის №9 საჯარო სკოლის...

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...