მთავარისიახლეებიკობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

Published on

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ, მარტივი ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. ერთი, რომ ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, პრემიერმინისტრის თანამდებობას და ამიტომ ეს მაკავებს იმისგან, რომ რაიმე ღრმა კომენტარი გავაკეთო, სიღრმისეული კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით და მეორე, იმდენად არასერიოზულია თავად შინაარსი, ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას. […]

ფაქტია ხომ, ვინც ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან. ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული, არიან ძალები, რომლებსაც მაინც და მაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ. ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტულად კონკრეტული მედიასაშუალება და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე. ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...