მთავარისიახლეები“ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

“ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

Published on

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს.
TI-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართა.
“ჩვენი შეფასებით, საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და აღნიშნული უფლების დარღვევა სახელმწიფომ პოლიტიკური მიზნით განახორციელა”- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პოლიტიკური პატიმრის – საბა სხვიტარიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს. ორგანიზაციამ უკვე გააგზავნა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში, რომლითაც იგი ითხოვს, რომ სასამართლომ დარღვეულად ცნოს საბა სხვიტარიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ორგანიზაციის აზრით, სახელმწიფომ პოლიტიკური მიზნით განახორციელა, რის გამოც იგი ასევე გახდა მე-6 მუხლთან ერთობლიობაში კონვენციის მე-18 მუხლის („უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“) დარღვევის მსხვერპლიც.
საბა სხვიტარიძის საქმის შესწავლას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ორი ბლოგი მიუძღვნა, რომლებიც გამოქვეყნდა გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასების ეტაპებზე.
საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელი მოწმეების ცრუ ჩვენებებსა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის უხეში დარღვევის შედეგად მოპოვებულ არასარწმუნო მტკიცებულებებს, უგულებელყო რა, ამასთანავე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გამამართლებელი მტკიცებულებები. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ხარვეზები, ერთობლიობაში, სერიოზულ ეჭვებს აჩენს საბა სხვიტარიძის მიმართ ჩატარებულ სისხლის სამართლის საქმისწარმოების სამართლიანობასთან და შიდა სასამართლოების მიერ მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის არგუმენტების სათანადოდ შეფასებასთან დაკავშირებით.
დაკავებისას და პოლიციის შენობაში მიყვანისას საბა სხვიტარიძე პოლიციელთა მხრიდან ასევე დაექვემდებარა ძალადობრივ ქმედებებს. მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას საბა სხვიტარიძე ცალკე საჩივრით გაასაჩივრებს”- აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”.
საბა სხვიტარიძეს 2025 წლის 3 სექტემბერს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

სიახლეები

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...

ბათუმში კატერების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსის ინფორმაციით,...

საქართველომ წელს ყველაზე მეტი, 15 მილიონამდე ღირებულების პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა

საქართველომ წელს ყველაზე მეტი პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი...

უკრაინამ სოჭში ნავთობბაზა დაბომბა

უკრაინამ სოჭში Лукойл-ის ნავთობბაზა დაბომბა. ინფორმაცია და ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. მათივე...