მთავარისიახლეებიაგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

Published on

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.81 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 20.8 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და 12.8 პროცენტით სატრანსპორტო მომსახურებაზე;

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8 პროცენტით გაძვირდა, ზეთი და ცხიმი – 7.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 7.1 პროცენტით. ფასებმა 5.5 პროცენტით მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. ყავა, ჩაი და კაკაო 5.4 პროცენტითაა გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 2.9 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 1.9 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 0.6 პროცენტით გაძვირდა. ამასთან, ფასები – 6.1 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.5 პროცენტით, რაც 0.82 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (8.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4 პროცენტი)“ – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სიახლეები

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...