მთავარისიახლეებიევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა

Published on

როგორც ევროკავშირის დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

EU-ს დიპლომატის მიხედვით, ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა სადავო საკითხებზე კომპრომისს მიაღწიეს და შეთანხმდნენ, რომ ნავთობის ფასზე შემოღებული ზედა ზღვრის ამჟამინდელი დონე კიდევ 12 თვით შენარჩუნდება, რის შედეგადაც რუსეთს ნავთობიდან შემოსავლები “მნიშვნელოვნად” შეუმცირდება.

“მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას. იმ დროს, როცა უკრაინამ სამხედრო ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები განაგრძობს რუსეთის საომარი ძალისხმევის ეკონომიკური საფუძვლების დასუსტებას.” – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას EU-ს დიპლომატმა აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმებით ევროკავშირი რუსეთზე წნეხს ინარჩუნებს და აჩვენებს უკრაინის მხარდაჭერისადმი მკაფიო ერთგულებას.

არსებული ინფორმაციით, სანქციების მორიგი პაკეტი მოიცავს სანქცირებულთა სიაში ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ახალი სუბიექტის შეყვანას. გასული კვირის დასაწყისში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს რიცხვი 250-ს აღწევს.

ამას გარდა, ფონ დერ ლაიენმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში განმარტა, რომ სანქციების ახალი პაკეტით ტრანზაქციების აკრძალვის სიაში დაემატება კიდევ 32 რუსული ბანკი, კრიპტოფირმები და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმები.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მეორე კვირაა, რაც მიმდინარეობდა. შეყოვნების მთავარი მიზეზი საბერძნეთი გახდა, რომელიც ევროპული კომპანიების მიერ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში გადაზიდვაზე უკვე შეთანხმებული შეზღუდვების შერბილებას ითხოვდა.

ევროკავშირის დიპლომატის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებმა მესამე ქვეყნებისთვის LNG-ს გადაზიდვის საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს, რის ფარგლებშიც შეზღუდვა არ გავრცელდება ისეთ კონტრაქტებზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლამდე დაიდო, როცა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა.

სიახლეები

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...