მთავარისიახლეებიმსოფლიორესპუბლიკელებმა ირანი რუსეთის სანქციების პროექტში უნდა დაამატონ-ტრამპი

რესპუბლიკელებმა ირანი რუსეთის სანქციების პროექტში უნდა დაამატონ-ტრამპი

Published on

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტში ირანთან დაკავშირებული დებულებებიც შეიტანოს. მისი თქმით, ეს იყო გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სურვილიც.

“რესპუბლიკელებმა ირანი რუსეთის სანქციების კანონპროექტში უნდა დაამატონ. ეს არის ის, რაც ლინდსის სურდა და ეს მოხება. მნიშვნელოვანია!!!” – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მანამდე ტრამპს უკვე ჰქონდა ნათქვამი, რომ კანონპროექტში ირანთან დაკავშირებული პუნქტების დამატებას მხარს უჭერს. ამავე დროს, მან მიანიშნა, რომ დოკუმენტს ხელსაც მოაწერს.

კანონპროექტის ავტორები იყვნენ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი. აშშ-ის სენატში არაერთმა კანონმდებელმა მოითხოვა მისი დამატებითი ცვლილებების გარეშე სწრაფად განხილვა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს უკვე 60-ზე მეტი სენატორი უჭერს მხარს, რაც მის მიღებას უზრუნველყოფს.

გასულ კვირას სენატში კანონპროექტის განახლებული ვერსიის დეტალებიც გაასაჯაროეს.

აღნიშნული სანქციების პაკეტი ტრამპს საშუალებას მისცემს, ძლიერი იმპორტის ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს, ურანს და ბუნებრივ აირს ყიდულობენ, უკრაინასთან ომში მოსკოვის კიდევ უფრო დასუსტების მიზნით.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...