უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ, რუსეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა ინდურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ბენზინის მიწოდების გაზრდის თხოვნით მიმართეს – ამის შესახებ Reuters-ს საკითხთან დაახლოებულმა ორმა წყარომ განუცხადა. Reuters წერს, რომ კომპანიებს შორის, რომლებმაც ინდურ მხარეს, მათ შორის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მიმართეს, არიან Rosneft, Gazprom Neft და Lukoil. მათ დახმარება ინდოეთის უმსხვილეს სახელმწიფო გადამამუშავებელ კომპანიებს: Indian Oil Corp (IOC), Bharat Petroleum Corp (BPCL) და Hindustan Petroleum Corp (HPCL) სთხოვეს. Reuters წერს, რომ ინფორმაცია სამივე კომპანიამ დაადასტურა, თუმცა, რუსული მხარის თხოვნაზე მათ უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ არ გააჩნიათ საექსპორტოდ განკუთვნილი საწვავის დამატებითი თავისუფალი მოცულობები. “მათი პრიორიტეტი ამჟამად შიდა ინდური ბაზრის სრული დაკმაყოფილებაა” – წერს გამოცემა.რუსეთში საწვავის უმძიმესი დეფიციტი უკრაინული დრონების მიერ განხორციელებულმა სისტემატურმა თავდასხმებმა გამოიწვია. Reuters წერს, რომ დარტყმების შედეგად მწყობრიდან არის გამოსული რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების თითქმის 40%, რის გამოც ქვეყანაში ბენზინის წარმოება იმდენად შემცირდა, რომ მიმდინარე სეზონური მოთხოვნის მხოლოდ 65%-ს ფარავს.
სიახლეები
სიახლეები
არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე
ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...
საზოგადოება
შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა
18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...
საზოგადოება
TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....
მსოფლიო
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...