მთავარისიახლეებიევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

Published on

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას, რათა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები გაძლიერდეს.

გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში გამოყოფილი დახმარება მოლდოვის შეიარაღებული ძალებისთვის საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაფინანსებისთვის იქნება განკუთვნილი.

“ეს დახმარება საშუალებას მისცემს მოლდოვის შეიარაღებულ ძალებს, გააუმჯობესონ მათი ოპერაციული ეფექტურობა და მაშასადამე უკეთ დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირს ამავე ფონდიდან მოლდოვის დასახმარებლად თანხები საჰაერო დაზვერვისა და საჰაერო თავდაცვისთვის წარსულშიც ჰქონდა გამოყოფილი. EPF-ს ფარგლებში ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის გამოყოფილი დახმარება ჯამში €317 მილიონს შეადგენს.

ცნობისთვის, ევროპის სამშვიდობო ფონდი (EPF) 2021 წლის მარტში შეიქმნა, რათა ევროპის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში ყოველგვარი საქმიანობის დაფინანსება გამხდარიყო შესაძლებელი. მისი მიზანი კონფლიქტის აღკვეთა, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაა.

EPF საშუალებას აძლევს ევროკავშირს, რომ სამხედრო და თავდაცვის კუთხით მესამე სახელმწიფოებისა და რეგიონული ან საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობები გაძლიერდეს.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...