მთავარისიახლეებისაზოგადოებავოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს.

„პუტინი სუსტდება. ის პოლიტიკურად, ბრძოლის ველზე და ფიზიკურად სუსტდება. ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს სარაკეტო და დრონებით დარტყმები ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. გთხოვთ, გამოიყენეთ თავშესაფრები. ძალიან, ძალიან გთხოვთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა „რამშტაინის“ ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ უკრაინამ PURL პროგრამისთვის თანხმობა ცხრა ქვეყნისგან მიიღო, ეს კი ერთ მილიარდზე მეტი ღირებულების Patriot-ის რაკეტებს ნიშნავს. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პარტნიორები ხვდებიან, რომ პუტიონს არ სურს გაჩერება და მისი ყველა საუბარი, რომ მშვიდობა სურს, ტყუილია.

„პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი გადაწვას. ის შეშლილია – ჩვენი პარტნიორები ამას გრძნობენ. ამის მიუხედავად, უკრაინა მზადაა მასთან მოლაპარაკებებისთვის. ევროპა სრულად უნდა იყოს ჩართული, რათა ჩვენ გვქონდეს ძლიერი პოზიცია. სრულად ჩართული სანქციების საკითხში – გამონაკლისის გარეშე. კონფისკაციის საკითხში გამონაკლისის გარეშე. ასევე უკრაინის დაფინანსების საკითხში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...