მთავარისიახლეებისაზოგადოებანანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს - მიხეილ სააკაშვილი

ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ცნობით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს.

შესაბამის ფოტოს მიხეილ სააკაშვილი Facebok-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

როგორც სააკაშვილი წერს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი.

ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს , ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი.

თიკა ბოკუჩავაც რა თქმა უნდა რჩება პარტიაში როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით”- წერს სააკაშვილი.

რა მოხდა გუშინ?
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა.

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი წერს, რომ „აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს“.

სააკაშვილის ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა, რომ „ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“.

შეგახსენებთ, რომ თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე 2-წლიანი ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ეწურება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მეორე ვადით განაგრძობს თუ არა იმავე თანამდებობაზე მუშაობას.

კითხვაზე იცოდა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს თავმჯდომარეობას სთავაზობდა, ბოკუჩავამ თქვა: „ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია… აქ არის პოსტი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ… პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო და ინტერესი არასდროს არ იყო.“

10 ივნისს ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა, პატიმარმა სააკაშვილმა თქვა, რომ ენმ-ს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა.

11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მას სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რაზეც მესამე პრეზიდენტს უარი უთხრა.

16 ივნისს ბოკუჩავამ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას პირდაპირ თქვა, რომ პარტიაში „ორხელისუფლებიანობას“ არ იზიარებს და მისი პოზიცია ცნობილია თავად მიხეილ სააკაშვილისთვისაც.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...