მთავარისიახლეები„დიდი შვიდეული“ - ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე - გავამკაცრებთ...

„დიდი შვიდეული“ – ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე – გავამკაცრებთ სანქციებს

Published on

ჩვენ, “დიდი შვიდეულის” ლიდერები, გაერთიანებულები ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ ურყევ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სოლიდარობას უკრაინის მოსახლეობის მიმართ, რომელიც განიცდის თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ვაქებთ უკრაინას ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე მისი მდგრადობისა და პროგრესისთვის და ხაზს ვუსვამთ, რომ ახლა ახალი იმპულსი შეინიშნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად საჭიროა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების, დამატებითი სისტემებისა და რაკეტების მიწოდების გაზრდა.

„ამ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად და დასაჩქარებლად, ვეთანხმებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების, დამატებითი სისტემებისა და ჩამჭრელი რაკეტების, ასევე შორ მანძილზე დარტყმის საშუალებების მიწოდების გაზრდას. ასევე მზად ვართ განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს. ხაზს ვუსვამთ ენერგეტიკული მდგრადობის მნიშვნელობას უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. ვთანხმდებით, რომ ქვეყანას დამატებითი მხარდაჭერა გავუწიოთ, რათა მან მომავალი ზამთარი წარმატებით გადაიტანოს. ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე. ამ კონტექსტში, გავამკაცრებთ სანქციებს, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს. მიგვაჩნია, რომ ახლა არის შესაფერისი დრო დამატებითი ზომების მისაღებად, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და რომელმაც ხელი შეუწყო ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...