მთავარისიახლეებიპაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის

Published on

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ აკრედიტაციის სისტემა დაუახლოვდება ​ევროპულ სისტემას და უფრო დახვეწილი იქნება.

პაპუაშვილის თქმით, წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.

თუ აქამდე საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის ჟურნალისტს პირველ ჯერზე 1 თვით უჩერებდნენ აკრედიტაციას, განმეორების შემთხვევაში კი 6 თვით, ცვლილებების შედეგად, წესების განმეორებით დარღვევა აკრედიტაციის შეჩერებას 1 წლამდე ვადით გამოიწვევს.

აღნიშნული სანქციების გამოყენება აქამდე მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ შეიძლებოდა, ცვლილებების თანახმად კი, შესაძლებელი გახდება, რომ მთლიანად მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია.

“როგორც იცით, თავის დროზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროს მე ვთქვი, რომ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას. იყო გარკვეული საკითხები, რომელიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან.

დღეს აკრედიტაციის სისტემაში გარკვეული ცვლილებები შევა. იცით, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის არის პირველ ჯერზე ერთი თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორების შემთხვევაში, ექვსი თვე ხდება აკრედიტაციის შეჩერება. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან დავააახლოებთ და პირველ ჯერზე იქნება ერთი თვე, მეორე ჯერზე იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.

იცით, რომ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია ერთი თვე ან ექვსი თვე. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება. ამიტომ, ჩვენ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან. დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით, აქაც შესაძლებელი იქნება, მთლიანად მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით. არსებითად ეს ორი საკითხია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის გამოცდილებით და რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, ეს გამოცდილება გადმოვიღოთ. ამ მხრივ, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა დაახლოვდება, მაგრამ მაინც უფრო დახვეწილი იქნება, ვიდრე ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემაა. ევროპარლამენტის ბოლო ინციდენტის დროს, ჩვენ ვნახეთ, იყო მითითება, რომ წინასწარი თანხმობა არ ჰქონდა აღებული ჟურნალისტს ინტერვიუსთვის.

დღემდე, ჩვენ წინასწარი თანხმობის საჭიროება არ გვაქვს და ამ მხრივ, ამას არ გადმოვიღებთ ევროპარლამენტისგან, რათა წინასწარ იყოს თანხმობა საჭირო პარლამენტის წევრისგან, რათა მასთან ჩაწეროს ინტერვიუ. ამიტომ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ ევროპარლამენტის ამ მკაცრ მიდგომას საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში არ გადმოვიღებთ”, – თქვა პაპუაშვილმა.

სიახლეები

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის – სააკაშვილი

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე...

ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი...

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ...

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...