მთავარისიახლეებისაზოგადოებაოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია - ზაქრო გვიშიანი

ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია – ზაქრო გვიშიანი

Published on

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია – ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. დანარჩენ ორზე კი კონსულტაციები გაგრძელდება.

როგორც დიუშენით დაავადებული პაციენტის მამამ, ზაქრო გვიშიანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ორ მედიკამენტთან მიმართებაში დაახლოებით 2 თვის შემდეგ იქნება მიღებული.

მედიკამენტებს ვერ დავასახელებთ, რადგან ახლა სამუშაო პროცესია და შეიძლება ეს სამუშაო პროცესი დაზიანდეს – განაცხადა გვიშიანმა.

ამ ღირსეულ და ძალიან დიდ ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულია. ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა პაციენტს, ყველა ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ ამ დიდ და ღირსეულ ბრძოლაში.

დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებაში. საუბარი არის ორ მედიკამენტზე. იქნება აქტიური მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან. საბოლოო ჯამში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება საუკეთესო პირობების შესაბამისად, რაც დაკავშირებული იქნება ბავშვებთან მიმართებაში, დიაგნოზთან მიმართებაში და გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც აუცილებელია ამ პროცესში.

ჯერჯერობით იქნება მუშაობა, კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიებთან, მაგრამ გასავლელია ცალკეული საკითხები და, საბოლოო ჯამში, საუკეთესო პირობების შესაბამისად, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დაახლოებით ორი თვის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ორ მედიკამენტთან მიმართებაში.

მედიკამენტებს ვერ დავასახელებთ, რადგან ახლა სამუშაო პროცესია და შეიძლება ეს სამუშაო პროცესი დაზიანდეს, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ოთხი მედიკამენტიდან ორ მედიკამენტზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...