მთავარისიახლეებისაზოგადოებადაიცავი ილიაუნი-ს მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა

დაიცავი ილიაუნი-ს მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა

Published on

დაიცავი ილიაუნი-ს მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა – ინფორმაციას “დაიცავი ილიაუნი” ავრცელებს:
“ქართველი ხალხის ერთიანობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია!
ამ მასშტაბის თანხაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, თუმცა ერთმანეთის მხარდაჭერა და სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა.
ეს ყოველივე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს აძლევს რწმენასა და იმედს, რომ ერთიანი ძალებით ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
ამ შედეგის უკან დგას თითოეული ადამიანი, ვინც მათი ტკივილი გულთან მიიტანა და უკეთესი მომავლისთვის საკუთარი წვლილი შეიტანა. თქვენი გაღებული თითოეული ლარი უმნიშვნელოვანესია.
მადლობა ყველას, ვინც იმედის ნაპერწკლის გაღვივებაში მიიღო მონაწილეობა!
„დაიცავი ილიაუნის“ ანგარიშები ისევ აქტიურია და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის.
წამალი ბავშვებს! ” – წერს ორგანიზაცია.

სიახლეები

ვერაზე სროლის შედეგად ოთხი დაჭრილიდან ერთი გარდაიცვალა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

17 წლის ბიჭი, რომელიც კიდევ სამ ბიჭთან ერთად ვერაზე, ხორავას ქუჩაზე ატეხილი უმისამართო სროლის...

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...