მთავარისიახლეებირუსეთი სომხური ხილის იმპორტს ზღუდავს

რუსეთი სომხური ხილის იმპორტს ზღუდავს

Published on

რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 2 ივნისიდან სომხეთიდან რამდენიმე სახეობის ხილის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

აკრძალვა ვრცელდება ალუბალზე, ბალზე, გარგარზე, ქლიავზე, ატამზე, ვაშლატამასა და ყურძენზე.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსულმა უწყებამ სომხეთიდან სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანაც შეზღუდა. მათ შორისაა მარწყვი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი და წიწაკა. გარდა ამისა, რუსულ ბაზარზე წვდომა შეეზღუდა სომხური კონიაკისა და ღვინის რამდენიმე ბრენდსაც.

შეზღუდვები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე დაწესდა. ბოლო პერიოდში ერევანი აქტიურად ცდილობს დასავლეთის ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ ტენდენციით მოსკოვი უკმაყოფილოა. ბოლო პერიოდში რუსეთი ცდილობს გავლენა იქონიოს სომხეთში მოახლოვებულ არჩევნებზე. კრემლმა ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, აქამდე განაცხადა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგება, მოსკოვი ერევანთან ეკონომიკურ ინტეგრაციას შეწყვეტს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი სომხური პროდუქციის შესყიდვას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს.

სომხეთის ხელისუფლებას რუსეთის ახალი შეზღუდვების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...