მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

Published on

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა. ანი ნასყიდაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მასაც არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. ნასყიდაშვილი და ჩიქოვანი დამნაშავედ 27 მაისს სცნეს.8 აპრილს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს. ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის მასწავლებელს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ავალიანის დედა სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეების დაკავებას ითხოვს.

სიახლეები

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...