მთავარისიახლეებივერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს -...

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

Published on

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი “შეურაცხყოფას აყენებს ქარველი ხალხის არჩევანს, ქართველმა ხალხმა აირჩია ქართული ოცნების ხელისუფლება.”

საუბრისას მდინარაძემ ისიც თქვა, რომ “ქართველ ხალხს და შესაბამისად, მის ხელისუფლებას ევროკავშირში გაერთიანება სურს, და არა იმ მენეჯმენტის მონობა, რომელიც უსამართლობას მიზნად ისახავს და შესაბამის მესიჯებსაც ამ მიზნიდან გამომდინარე ალაგებს.”

მდინარაძის აზრით, ფიშერი ძველ განწყობებსა და ძველ მესიჯბოქსში “ჩარჩა.”

“ჩემთვის ეს ინტერვიუ მიანიშნებს იმაზე, რომ ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, ვერ მიხვდა, ვერ გაიაზრა.

ბევრმა, სხვათაშორის, გადახედა თავის განცხადებას ბოლო პერიოდის განმავლობაში და მსგავს ეპითეტებს ცდილობენ აღარ გამოიყენონ და აღარ იყენებენ. სამწუხაროდ, შეურაცხყოფას აყენებს ქარველი ხალხის არჩევანს, ქართველმა ხალხმა აირჩია ქართული ოცნების ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულება და მთავარი ხაზი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ და სხვათაშორის, ეს მენეჯმენტის გარეშე არ ხდება ხოლმე, მწვანე შუქს ასეთი ტერმინებისათვის, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ ვინმე აღვივებს ევროსკეპტიციზმს ამ ქვეყანაში, ეს არის უსამართლობა და ამ უსამართლობის ავტორი ადამიანები, იმ ადამიანის ჩათვლით, რომელზეც თქვენ კითხვა დამისვით.” – ასე უპასუხა მდინარაძემ ფიშერის შესახებ დასმულ შეკითხვას.

სიახლეები

ცნობილი ხდება ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები

ცნობილი ხდება ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები | ინტერპრესნიუსი წერს, რომ თავდაპირველად...

ვერაზე სროლის შედეგად ოთხი დაჭრილიდან ერთი გარდაიცვალა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

17 წლის ბიჭი, რომელიც კიდევ სამ ბიჭთან ერთად ვერაზე, ხორავას ქუჩაზე ატეხილი უმისამართო სროლის...

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...