მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მე გეტყვით, რა მგონია "ნაცები" - ზაზა ბიბილაშვილი

“მე გეტყვით, რა მგონია “ნაცები” – ზაზა ბიბილაშვილი

Published on

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს და გორის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტზე ერთ-ერთ რეაქციას ეხმიანება, როცა “ვიღაცამ ძაღლობის ჯგუფური ძალადობის ვიდეო ნახა და ქოცებს მიმართა – გუშინ ამბობდით, ნაცები არ გვინდაო და ნაცები რა გგონიათ თქვენო…”

“ხოდა, მინდა, ამ მიამიტ კაცს ვუპასუხო. მე გეტყვით, რა მგონია “ნაცები”. ოღონდ კონკრეტული “ნაცები” კი არა – რადგან “ნაცები” არა კონკრეტული პირები, არამედ ნარატივია რუსეთთან საინფორმაციო ომში.
ნარატივი, რომელიც საქართველოს წარმატებას გულისხმობს. და რადგან რუსული რევანშის 14 წლის მანძილზე ბევრმა ვერ გაძლო და ჩაისვარა, ბევრი “სტრელკების გადაყვანის” ილუზიით გაფუჭდა – აქაოდა, მე კარგი ვიყავი, სხვა იყო ცუდიო (არადა, ხშირად, სწორედ ესენი იყვნენ, როგორც ცხონებული ნიკა რურუა იტყოდა, ბრაკები)…
ხოდა, მე გეტყვით, რა მგონია “ნაცები”, როგორც ისტორიული მოვლენა და ეროვნული იდენტობისთვის მნიშვნელოვანი ნარატივი.
წინასწარ გეტყვით – ზუსტად იგივე ჰგონიათ რუსქოცებს და ზუსტად ამიტომ ერჩიან – კლავენ, იჭერენ, დევნიან…
მოკლედ, ესაა “ნაცობა”:
1. კორუფციის მოსპობა – პატრული ძაღლობის ნაცვლად; იუსტიციის სახლები “ოვირის” ნაცვლად”; ელექტრონული გადასახადები სალარიძეების ნაცვლად;
2. დროულად გაცემული 150-ლარიანი პენსია წლობით გაუცემელი 14-ლარიანი პენსიის ნაცვლად;
3. გაზი და სითბო უგაზობისა და სიცივის ნაცვლად. შუქი უშუქობის ნაცვლად (ჩვენს დენს ისკორუმპირებული ოღრაშები ყიდდნენ თურქეთში, რომლებიც ქოცებმა მრჩევლებად დააბრუნეს);
4. თანამედროვე გზები “იამკების” ნაცვლად. “ბღუჯა” ქეშიანი სვანეთი აფრასიძეების სვანეთის ნაცვლად;
5. აჭარის შემოერთება, ნოდარ იმნაძის მკვლელის, ასლან აბაშიძის, რუსული რეჟიმის ნაცვლად.
6. ერთიანი ეროვნული გამოცდები როინ მეტრეველის, ჩაწყობის, ნომენკლატურის პრივილეგიებისა და უმოწყალო კორუფციის ნაცვლად.
7. სწავლისა და შრომის კულტი ქურდული მენტალიტეტის ნაცვლად, ქოცმა რომ დააბრუნა;
8. რეფორმები ლპობისა და სტაგნაციის ნაცვლად (მსოფლიოს ნომერი პირველი რეფორმატორი ვიყავით 2006-2011 წლებში, მსოფლიო ბანკის მიხედვით);
9. ქართველთა მკვლელებისთვის სიცოცხლის გამწარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე – “საკუთარ ჩეჩმაში აფეთქებული” ბუთბები და ტურამბები. შედარებისთვის – ქოციანობისას მტერი თბილისის მიერ ვითომ კონტროლირებულ ტერიტორიებზე გვიკლავს ქართველებს – გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილს, თამაზ გინტურსა და სხვებს), დაუსჯელობის გარანტიით.
10. რუსეთის ამოძირკვა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროდან. 2012 წლამდე რუსეთის აგენტებს დედებს უხნავდნენ. 2012 წელს რუსეთის აგენტები პოლიტპატიმრის შარავანდედით გამოუშვეს ციხეებიდან ბესელიამ და ივანიშვილმა. მას შემდეგ ოკუპანტი (მტერი – რუსეთი) დღეგამოშვებით გვაქებს.
11. დაუოკებელი სწრაფვა საქართველოს ისტორიული, ცივილიზაციული, ქრისტიანული სახლისკენ – ევროპისკენ. ასევე, ნატოსკენ, რომელიც ევროპას რუსული ბოროტებისგან იცავს. შედარებისთვის – ქოცმა სწორედ ევროპა და ნატო აქცია მტრად და ხშირად ქოცის განცხადებებს ლავროვის და სიმონიანის განცხადებებისგან ვერ გაარჩევთ.
12. ხალხის ცემას რაც შეეხება, ნაცებს ერთი 7 ნოემბერი და ერთი 26 მაისი ჰქონდათ. ორივე შემთხვევაში მეორე მხარეს რუსეთი იყო – თავისი ფულით, პროპაგანდითა და აგენტურით.
ქოცებს მარტო ბოლო 3 წელია, ასობით დარბევა აქვთ მოწყობილი. ასობით ნაწამები, სახისძვლებდამტვრეული, რუსულ დილეგში გამოკეტილი უდანაშაულო პატრიოტით. 8 თებერვალს, 17 მაისს, 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავას (რომელიც ჯერ მოკლეს და მერე საკუთარი პანაშვიდიდან გაიტაცეს ამ უღმერთოებმა) არ ვახსენებ.
ხოდა, ჩემო მიამიტო ჭკუაშისტო მეგობრებო – რა ნამუსით ახსენებთ “ნაცებს”? რა სინდისით სვამთ ტოლობის ნიშანს თქვენთვის ესთეტიკურად (ან, თუნდაც, ღირებულებითად) მიუღებელ ეროვნულ ხელისუფლებასა და თქვენი წყეული პასტებით არჩეულ საოკუპაციო ადმინისტრაციას შორის?!.”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი. 

სიახლეები

სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს- ინფორმაციას BMG...

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი...

გორში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის...

როგორ აბრუნებს “ქართული ოცნება” გაუქმებულ კორუფციულ სქემას – TI-ის ანგარიში

"ქართული ოცნება" სახელმწიფო უწყებებში „დამატებითი ანაზღაურებების“ სქემის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -...