მთავარისიახლეებილევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, საქმეზე განაჩენი დღეს, 21 მაისს გამოცხადდება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული და საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ლევან ხაბეიშვილმა, ისარგებლა. ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა სხდომას არ დასწრებია.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური დაპირების გამო სჯიან:

დღეს უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ გადაწყვეტილება და მან უნდა გამოაცხადოს ერთადერთი რამ: სხვა საქმეში ხომ ყოფილა ადამიამა ქმედება განახორციელა, აქ კი ადამიანი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ტელევიზიაში, მედიაში საუბრობდა. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ პოლიტიკური დაპირების გამო ვინმე დაეკავებინათ. სასამართლომ ეს ყველაფერი არ უნდა დააკანონოს” – აცხადებს ლაშა ტყეშელაძე.

გამოძიების ვერსიით, ლევან ხაბეიშვილს ედება ბრალი მოხელისათვის უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებაში. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, მას გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა სცადა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების — ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის — გადამალვა მოინდომა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით არის გათვალისწინებული და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...