მთავარისიახლეებისაზოგადოებანათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

Published on

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ომს ასახელებს. ამის შესახებ მან საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

ამასთან, თურნავა ამტკიცებს, რომ გლობალური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კვლავ მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო სწრაფად დაბრუნებას ისახავს მიზნად.

მოხდა გაუთვალისწინებელი განვითარება, ახლო აღმოსავლეთსი ომის დაწყების შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი ფასები გლობალურად გაიზარდა, რამაც ადგილობრივადაც გააძვირა საწვავი. საბოლოოდ, აღნიშნული მიწოდების შოკის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად აპრილში მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი დონიდან გადაიხარა და 5.9%-ს მიაღწია. შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოსაა. მონეტარული პოლიტიკის აღნიშნული ზომიერი გამკაცრება მიზნად ისახავს, ძირითადად პრევენციული ხასიათის რომაა, მიზნად ისახავს იმას, რომ მოწოდების მხრიდან არსებული შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ საპროცენტო დონეს უფრო სწრაფად დაუბრუნდეს.

მწვავე გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.7% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში 9.1% ანუ რეგიონთან შედარებით ეს არის საკმაოდ ძლიერი ზრდის მაჩვენებელი, – თქვა ნათია თურნავამ.

სიახლეები

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...