მთავარისიახლეები„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

Published on

“ოპოზიციის ალიანსი” იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატრებლად არის მნიშვნელოვანი. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

მოთხოვნები ასე გამოიყურება:

პირველი – საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უდნა გახდეს სრულად პაროტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ხოლო ყველა შემდგომი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ სწორედ ამ პრინციპით. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.
მეორე – ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული.
მესამე – გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.
მეოთხე – აუდიტის, შესწავლა- შემოწმების ნაწილში მოწცვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.
მეხუთე- გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.
მეექვსე – საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.
ბრიფინგზე კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრიმა თენგო თევზაძემ 26 მაისისს აქციაზეც ისაუბრა და საზოგადოებას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა.

პირველ რიგში, 26 მაისს რუსთაველზე გელოდებით მთელ საქართველოს. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი. ოპოზიციის ალიანსს “ქართული ოცნების” შეცვლა მთავარ ამოცანად აქვს დასახული. პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ ეს სამართლიანი და თანასწორი არჩევნების, როგორც მთავარი ინსტრუმენტის გზით, მაგრამ სანამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ასევე, ის რეპრესიული კანონები უნდა გაუქმდეს, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩამოშალა ან ამით ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე მიაყენა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და სხვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს დემოკრატიისთვის, – განაცხადა თევზაძემ.

სიახლეები

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...

24 დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი – კიევში გლოვის დღეა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - დაღუპულებს...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...