მთავარისიახლეებიქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავეს

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა კორუფციის ფაქტები და დაკავებულია 3 პირი, მათ შორის მერის წარმომადგენლები ზანავისა და სამების ადმინისტრაციულ ერთეულებში.

საგამოძიებოს სამსახურის ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით – ერთი მოქალაქე.

მეორე შემთხვევაში კი, წალკის მუნიციპალიტეტში სამების ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი მოქალაქეებზე გასცემდა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 000 ლარი.

“პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე – ერთი მოქალაქე.

გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ, შუამავლის მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 აშშ დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 000 ლარი.

საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

მივმართავთ ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება – მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახური და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოები, განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას საქართველოში კორუფციული ფაქტების ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით!” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

სიახლეები

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის...

სასახლის ღობის საქმე – დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს. დღეს...

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

"თქვენო უნეტარესობავ და უწმინდესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო, დიდი სიხარულით მივიღეთ პირადად ჩვენ და მსოფლიო საპატრიარქოში...

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...